მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე ბრალდებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხვარიჭმიაში მოკლული მირიან კუკავას საქმეზე ბრალდებულია 8 პირი. 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს — ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით, რაც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა. დანაშაულია 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
კონფლიქტი ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო — პროკურორი