საზოგადოება

Covid-19-ის ახალი შემთხვევები ბოლო ერთ თვეში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

5 ივლისი, 2022 •
Covid-19-ის ახალი შემთხვევები ბოლო ერთ თვეში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით:

  • 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 515 შემთხვევა იყო დაფიქსირებული,
  • 27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში კი კორონავირუსი 2 570 ადამიანს დაუდასტურდა.

ამასთან, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც. მაგალითისთვის, 6-12 ივნისის კვირაში 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 0.51% იყო, გასულ კვირაში კი ეს რიცხვი 4.05%-მდე გაიზარდა. გაიზარდა აქტიური შემთხვევების რაოდენობაც, თუმცა არ გაზრდილა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გასულ კვირაში კორონავირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ისევე როგორც 6-12 ივნისის კვირაში.

ბოლო 24 საათში კი კორონავირუსი 51 ადამიანს დაუდასტურდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა.

დღიურმა დადებითობის მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 902 085 აცრა. მათ შორის სრულად აცრილია 1 270 848 ადამიანი.

გრაფიკა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

გრაფიკა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

გრაფიკა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი