საზოგადოება

2021-ში 9000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2020 წელს, მიზეზი – კორონავირუსია

30 ივნისი, 2022 • 977
2021-ში 9000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2020 წელს, მიზეზი – კორონავირუსია

2021 წელს საქართველოში1 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის თანახმად, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).

თუ 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მეტი იყო – 59 906. როგორც სტატისტიკა მოწმობს, სიკდვილიანობის მატება პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსს და ამ მხრივ ქვეყანაში 2021 წელს გაუარესებულ მდგომარეობას.

ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი