საჩივარი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

ეთიკის ქარტიის საბჭო კიდევ ერთი ჟურნალისტის საქმეს განიხილავს. ალექსანდრე ელისაშვილის, ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ  ფონდ „ინკლუზივის“ პრეზიდენტმა, პაატა საბელაშვილმა საჩივარი შეიტანა.

ეთერ თურაძის, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჩივარი ჟურნალისტის მიმართ შესულია ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევისთვის.

ეთიკის ქარტიის საბჭო კიდევ ერთი ჟურნალისტის საქმეს განიხილავს. ალექსანდრე ელისაშვილის, ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ  ფონდ „ინკლუზივის“ პრეზიდენტმა, პაატა საბელაშვილმა საჩივარი შეიტანა.

ეთერ თურაძის, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჩივარი ჟურნალისტის მიმართ შესულია ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევისთვის.

ეს პრინციპია: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით “.

საქმე ეხება  9  მარტს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასულ გადაცემა „ბარიერს“ , რომელიც ელისაშვილს მიყავდა. საბელაშვილის თქმით, გადაცემაში ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა.

ალექსანდრე ელისაშვილი ფიქრობს, რომ მას არ დაურღვევია ქარტიის საბჭოს პრინციპი.

გადაცემა კი რომელიც რუსეთში ქართველი ოპოზიციონერების ვიზიტს ეხებოდა, ლიბერალურ ღირებულებებს, დემოკრატიას და საბოლოო ჯამში ჰომოსექსუალობას შეეხო. გადაცემის სტუმრები იყვნენ, თინა ხიდაშელი, პეტრე მამრაძე, გუბაზ სანიკიძე და მალხაზ გულაშვილი.

„არ ვფიქრობ,რომ დავარღვიე რამე, მალხაზ გულაშვილის მოსაზრებებზე მე პასუხს ვერ ვაგებ. ამასთან გულაშვილის ამ განცხადებას პასუხი გასცეს დანარჩენმა სტუმრებმა, გუბაზ სანიკიძემ და თინა ხიდაშელმა. მე კი არ ვფიქრობ,რომ ვალდებული ვიყავი ან ვარ ყველა სტუმრის განცხადების კორექტირება მოვახდინო“, –ამბობს ელისაშვილი.

თუმცა საბელაშვილი ქარტიის პრინციპში ჩადებული კონკრეტული ტექსტით აპელირებს. ის ამბობს,რომ ქარტიის მეშვიდე პრინციპში ნათქვამია: ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის,რომ არ მოხდეს ამა თუ იმ პირის დისკრიმინაცია.

„ვიღონე ის,რომ სიტყვა მივეცი სხვა სტუმრებს, რომლებმაც შეუსწორეს გულაშვილს, მარტო გულაშვილი რომ ყოფილიყო სტუმრად, ამ ფუნქციას მე შევასრულებდი“,–ამბობს ელისაშვილი.

გადაცემაში გულაშვილი ქართული მედიის მიერ ერთსქესიანი ურთიერთობების პროპაგანდაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით ”აღვირახსნილობაა”.

ამ თემაზე კომენტარი არც ერთ სტუმარს არ გაუკეთებია, ჟურნალისტმა კი საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მოგვიანებით გულაშვილი ისევ დაუბრუნდა ჰომოსექსულობას. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარის კავკასიური ღირებულებები დ არა ევროპული, რომელიც მისი თქმით ერთსქესიან ქორწინებას ნიშნავს.

გადაცემის წამყვანს დისკუსიაზე, რომელშიც ამჯერად ხიდაშელი და სანიკიძე ჩაერთვნენ, არაფერი უთქვამს. ხიდაშელი აღნიშნავდა, რომ ევროპული ღირებულება დემოკრატიაა, ხოლო სანიკიძემ თქვა, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც არ არის მიღებული ერთსქესიანი ქორწინება.

9 მარტს დასრულებული გადაცემა, მეორე დღესვე გახდა სოციალურ ქსელებში დისკუსიის ერთ–ერთი თემა.
საჩივრის ავტორმა, პაატა საბელაშვილმა, ამავე ქსელში ჩანაწერიც გააკეთა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ინტერნეტ გვერდზე ბლოგიც გამოაქვეყნა.

ბლოგი სათაურით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – მითი თუ რეალობა? მოდით შევამოწმოთ“ იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საბელაშვილმა ქარტიაში საჩივარი შეიტანა:
„ჩემი მიზანია ამ ქარტიის მექანიზმის გამოყენებით პასუხისმგებლობა დაეკისროს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ვადანაშაულებ ქარტიის მე-7 მუხლის პირდაპირ დარღვევაში.”

”ნეტგაზეთთან”  საუბარში საბელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი არ არის ჟურნალისტების შევიწროვება, რადგან თავადაც აქვთ ჟურნალი (ჟურნალი „მე“), რომელიც მისი თქმით ასევე ქარტიის ხელმომწერია.  პაატას სურვილია,რომ საბჭომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე, რათა მსგავსი ფაქტები ქართულ მედიაში აღარ განმეორდეს.
ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი, მიუხედავად იმისა,რომ ქარტიის პრინციპის დარღვევას არ აღიარებს, ამბობს,რომ საბჭო იმისთვის არსებობს,რომ ნებისმიერი საჩივარი განიხილოს.

„ზუსტად ეს არის ქარტიის საბჭოს ფუნქცია და აუცილებელია ხელმომწერ ჟურნალისტებს ჰქონდეთ ამგვარი განხილვების პრეცედენტები“,–ამბობს ელისაშვილი.
ეთიკის ქარტია, რომელიც 151 ჟურნალისტს აერთიანებს, უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებს ეხებათ.

პირველი საჩივარი, რომელიც საბჭომ განიხილა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს, ნათია კობერიძეს ეხებოდა. “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანმა, ქარტიის გადაწყვეტილებით ამავე ქარტიის პირველი პრინციპი დაარღია. ეს იყო საბჭოს პირველი განხილვა და პირველი გადაწყვეტილება. საბჭო 2009 წლის 4 დეკემბრიდან არსებობს. თუმცა როგორც თურაძე ამბობს, ქარტიის შექმნას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა.

ეთიკის ქარტიის საბჭომ ნათია კობერიძესთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოაქვეყნა. ქარტიის პირად ბლოგზეhttp://mediasabcho.blogspot.com/ ჩვენ ვკითხულობთ იმ მიზეზებს, რის გამოც საბჭომ საჭიროდ მიიჩნია ნათია კობერიძის მიმართ შესული საჩივარი, ვინმე რ.ფ-ს მიერ განეხილა და საჩივრის მოთხოვნაც დაეკმაყოფილებინა,

ეთერ თურაძე, საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რ.ფ.-მ ანონიმურობა თავად ითხოვა. შესაბამისად საბჭომაც არ გაამჟღავნა მისი ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ინიციალები ადამიანის, რომელმაც საბჭოს წევრის, ნათია კობერიძის მიმართ საჩივარი შეიტანა.

თურაძე ასევე არ აკეთებს კომენტარს საბჭოში შესულ მეორე განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადების შინაარსი და მომჩივანის ვინაობა ”ნეტგაზეთისთვის” სხვა წყაროებით გახდა ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ საჩივარი კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ საბჭოში არ შევა, საქმე ეთიკის ქარტიის დარღვევასთან დაკავშირებით არ განიხილება.

ეთერ თურაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა სწორედ საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს და ამიტომ არის გაწერილი საბჭოს საქმეთა წარმოების წესში დებულება, რომლის მიხედვითაც საბჭოში საქმის წარმოების დაწყების საფუძველია განცხადების წარდგენა.განცხადების წარდგენა შეუძლია  ნებისმიერ ფიზიკურ ,იურიდიულ პირს და ადმინისტრაციულ ორგანოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე