საზოგადოება

მარნეულში აივნის ჩამონგრევას ორსული ქალი ემსხვერპლა – რადიო „მარნეული“

26 ივნისი, 2022 • 1234
მარნეულში აივნის ჩამონგრევას ორსული ქალი ემსხვერპლა – რადიო „მარნეული“

მარნეულის სათემო რადიოს ცნობით, მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რადიოს ცნობით, დაღუპულია დაღუპულია ორსული ქალი.

„მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა“, – წერს გამოცემა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით) დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი