ახალი ამბები

მარნეულში კორპუსის აივნის ჩამონგრევას ერთი პირი ემსხვერპლა – რადიო „მარნეული“

26 ივნისი, 2022 • 1175
მარნეულში კორპუსის აივნის ჩამონგრევას ერთი პირი ემსხვერპლა – რადიო „მარნეული“

მარნეულის სათემო რადიოს ცნობით, მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა“, – წერს გამოცემა.

რადიო „მარნეულის“ ცნობითვე, დაშავებულია ორი ადამიანი.

„ნეტგაზეთი“ შსს-სგან ელის დამატებით ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი