საზოგადოება

21 წელი 9 აპრილიდან

9 აპრილი, 2010 • • 1182
21 წელი 9 აპრილიდან

21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

1988 წელს, თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში, თბილისში სამხედრო ძალის სისხლიანი გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ პირველი ასეთი შემთხვევა გახდა და შემდგომ განმეორდა აზერბაიჯანსა და ლიტვაში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”მიიღო. 9 აპრილი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი