საზოგადოება

კუბილიუსის და რასას განცხადება იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის განცხადება — კობახიძე

7 ივნისი, 2022 • 1133
კუბილიუსის და რასას განცხადება იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის განცხადება — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების — ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და „დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება“.

ასე გამოეხმაურა კობახიძე ლიეტუველი ევროპარლამენტარების განცხადებას, რომ დადგება მომენტი, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს ან არსებული პოლიტიკური სტრუქტურა, ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყოფნით, ან — საქართველოს ევროპული მომავალი.

„არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს ან ვინმე ნონა მამულაშვილს შორის. საზოგადოებამაც ეს ისწავლა. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, — განაცხადა კობახიძემ.

ლიეტუველი ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე საქართველოს პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, გული არ აიცრუონ, თუ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე „ნაკლებად ოპტიმისტური“ შედეგი დადგა.

გული არ აიცრუოთ, თუ შედეგი ოპტიმისტური არ იქნა – ევროპარლამენტარები საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი