საზოგადოება

EP-ს პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭერენ მხარს – იოზვიაკი

7 ივნისი, 2022 • 992
EP-ს პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭერენ მხარს – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საერთო განცხადებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას დაუჭერენ მხარს.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტი არ მონაწილეობს კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში და ამ სამ ქვეყანას მაქსიმუმ უნდა ჰქონდეს პირობებიანი კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი.

იოზვიაკი „ტვიტერის“ საშუალებით განცხადების ტექსტს ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ ტექსტი საბოლოო არ არის და შეიძლება, შეიცვალოს.

„ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა… გეოპოლიტიკური ფილების ცვლილება მოითხოვს ჩვენი მხრიდან მოქმედებას. ამით ჩვენ ვიქნებით ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი. უკრაინელები, რომელთა სამშობლო სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ ასევე მოლდოველები და ქართველები, რომლებიც ეძებენ ნათელ მომავალს, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – წერია ტექსტში, რომელიც იოზვიაკმა გაავრცელა.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ სცენარებს, რომელთაც, შესაძლოა, მოსაზრების დოკუმენტი საქართველოს შესახებ შეიცავდეს:

მასალების გადაბეჭდვის წესი