საზოგადოება

სერბეთის მეზობლებმა ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო გზა დაუხურეს

6 ივნისი, 2022 • 1211
სერბეთის მეზობლებმა ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო გზა დაუხურეს

სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა სახელმწიფომ ლავროვის თვითმფრინავი თავიანთ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა.

ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა სერბულ, შემდეგ კი- რუსულ მედიაში, ბოლოს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

ბულგარეთმა (რომელიც ევროკავშირის წევრია) ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად (რომლებიც ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოები არიან) დააწერა აკრძალვა ფრენაზე.

ლავროვი 6-7 ივნისს უნდა შეხვედროდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს.

სერბეთი, სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად, დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. ამასთან, მათ შორის ძლიერი კულტურული კავშირები არსებობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, სერბეთი ჯერ არ შეერთებია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვების დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი