საზოგადოება

აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია – უკრაინა

7 მაისი, 2022 • 4185
აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია – უკრაინა

მარიუპოლში, აზოვსტალი ქარხანაში მყოფი ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერშჩუკმა დაწერა ტელეგრამზე.

მისი თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. ქალაქის დანარჩენ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს. ქარხნის შენობაში რჩებიან მარიუპოლის მცველები პოლკი აზოვიდან, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები და ა.შ. ისინი მარიუპოლის გარნიზონის მე-3 ქვეყანაში, კერძოდ თურქეთში გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი