საზოგადოება

3 თვეში რუსეთი 3,8 მლნ-მა ადამიანმა დატოვა, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ადგილია

6 მაისი, 2022 • 1774
3 თვეში რუსეთი 3,8 მლნ-მა ადამიანმა დატოვა, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ადგილია

2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი 3 880 679-მა მოქალაქემ დატოვა. ეს მონაცემები ეყრდნობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს („ეფ-ეს-ბე“-ს).

38 281 ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყანათა სიაშია, რომელშიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან მიგრაცია მნიშვნელოვნად გაზრდილია.

შედარებისთვის 2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში რუსეთის 8 504 მოქალაქე ჩამოვიდა.

საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სომხეთში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში 132 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან; აზერბაიჯანში – 56 475 (წინა წელს – 20 378); უზბეკეთში – 53 084 (წინა წელს – 15 206), ტაჯიკეთში – 40 054 (წინა წელს – 8 857); ყაზახეთში – 204 947 (წინა წელს – 122 330).


უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოში გაემგზავრა უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ათასობით მოქალაქე. პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ითხოვს, რომ რუსეთთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

„ეფესბეს“ მონაცემების მსგავს სტატისტიკაზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ორგანიზაცია აცხდადებს, რომ მხოლოდ მარტში საქართველოში 43 152 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 17 201 ქვეყანაში დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი