საზოგადოება

ვრცელდება ცნობები ახალი რუსული გემის ჩაძირვის შესახებ, რას ამბობს პესკოვი

6 მაისი, 2022 • 13536
ვრცელდება ცნობები ახალი რუსული გემის ჩაძირვის შესახებ, რას ამბობს პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა.

„არა, ჩვენ არ ვგაქვს ასეთი ინფორმაცია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

წარსულში, როდესაც უკრაინულმა მხარემ ჩაძირა რუსული ხომალდი „მასკვა“, კრემლი თავდაპირველად ამგვარ ფაქტს სრულად უარყოფდა, შემდგომში კი განაცხადა, რომ გემის ჩაძირვა ბორტზე გაჩენილი ხანძრით იყო გამოწვეული.

„ადმირალ მაკაროვზე“ ნეპტუნის სარაკეტო სისტემის მეშვეობით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დილიდან სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა, თუმცა ჯერ არ დაუდასტურებია უკრაინის რომელიმე ოფიციალურ უწყებას.

გემი „ადმირალი მაკაროვი“ არის „ადმირალი გრიგორევიჩის“ კლასის ფრეგატი.

მას სახელი რუსი ადმირალისა და გამომგონებლის, სტეფან მაკაროვის საპატივსაცემოდ ეწოდა.

რუსეთის ფლოტის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კალინინგრადში, გემმშენებელ ქარხანა იანტარში 2012-2015 წლებში აიგო და თავისი კლასის გემებში უახლესია. გემს, “მოსკვასგან” განსხვავებით, კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების სროლის საშუალება აქვს, რომლითაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი