საზოგადოება

საზღვაო ქვეითებმა და „აზოვმა“ მარიუპოლის პორტიდან 500 მებრძოლი შეიერთეს — მედია

20 აპრილი, 2022 • 18897
საზღვაო ქვეითებმა და „აზოვმა“ მარიუპოლის პორტიდან 500 მებრძოლი შეიერთეს — მედია

36-ე საზღვაო ბრიგადის სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია მესაზღვრეებისა და პოლიციის თანამშრომლების „აზოვსტალის“ ქარხანაში ევაკუაციისთვის, — წერს Преступности.НЕТ 36-ე საზღვაო ბრიგადის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ნიკოლაევის საზღვაო ქვეითები და „აზოველები“ ჯავშანტექნიკით გამოვიდნენ საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი. ამ უკანასკნელებს საბრძოლო მასალა ეწურებოდათ.

„სამხედროებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ  და მათი 500-მდე წარმომადგენელი გადაიყვანეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. სპეცოპერაციისას სერიოზულად დაზიანდა დამპყრობლების ცოცხალი ძალა“, — წერს უკრაინული მედია.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

„აზოვსტალში“ გამაგრებულები მესამე ქვეყანაში გაყვანას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი