საზოგადოება

რუსეთი ადასტურებს კრეისერ Moskva-ზე “ხანძარს”

14 აპრილი, 2022 • 2220
რუსეთი ადასტურებს კრეისერ Moskva-ზე “ხანძარს”

რუსეთი ადასტურებს კრეისერ Moskva-ზე ხანძარს. ამის შესახებ წერს სამთავრობო RIA რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„ხანძრის შედეგად სარაკეტო კრეისერ Moskva-ზე აფეთქდა სამხედრო მარაგი. ხომალდი ხანძრის გამო სერიოზულად დაზიანდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარში.

ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ კრეისერის ეკიპაჟი ევაკუირებულია, ხოლო ხანძრის მიზეზს ადგენენ.

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ Moskva-ს მოხვდა უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები, რის გამოც მას ცეცხლი უკიდია.

აღნიშნული გემი 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ასევე, სირიისა და ყირიმის ანექსიის კამპანიებშიც.

ვრცლად:

რას წარმოადგენს კრეისერი „Moskva“, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად იწვის

მასალების გადაბეჭდვის წესი