საზოგადოება

რას წარმოადგენს კრეისერი „Moskva“, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად იწვის

14 აპრილი, 2022 • 9504
რას წარმოადგენს კრეისერი „Moskva“, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად იწვის

უკრაინული მედიის თანახმად, შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ Moskva-ს მოხვდა უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები, რის გამოც მას ცეცხლი უკიდია.

რუსული სარაკეტო კრეისერი Moskva წარმოადგენს 1164 პროექტის ატლანტის კლასის ლიდერ გემს.

ის თავდაპირველად ააგეს საბჭოთა კავშირში, უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში. გემის პირველი სახელი „Slava“, ანუ დიდება იყო.

გემი გამოიყენობოდა 1989 წელს, სსრკ-სა და აშშ-ს შორის ხმელთაშუა ზღვაზე გამართული მოლაპარაკებების დროს, რომელიც ისტორიაში მალტის სამიტის სახელით შევიდა. სამიტში საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე.

მოგვიანებით, 2000 წელს, გემს დღევანდელი სახელი ეწოდა.

2008 წელს მონაწილეობდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ასევე, სირიისა და ყირიმის ანექსიის კამპანიებშიც.

სწორედ ეს გემი მოუწოდებდა კუნძული ზმეინის დამცველებს დანებებისაკენ.

სარაკეტო კრეისერი აღჭურვილია სარადარო და სარაკეტო სისტემებით, ასევე, ტყვიამფრქვევებითა და ნაღმტყორცნებით.

კრეისერს შეუძლია ვერტმფრენების მიღებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი