საზოგადოება

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

13 აპრილი, 2022 • 2494
თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მშენებლობაზე მუშა, ჯაბა ქამადაძე დაიღუპა. შრომის ინსპექციის ცნობით, საქმეს ინსპექტორები სწავლობენ და მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა.

ოჯახის ახლობლის თქმით, მას ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, სადაც ჩანს, როგორ ინგრევა სამშენებლო კალათა, რომელშიც ჯაბა ქამადაძე იმყოფებოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველს” განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით.

ჯაბა ქამადაძე სამოქალაქო აქტივისტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი