საზოგადოება

უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა – ირაკლი ოქრუაშვილი

9 აპრილი, 2022 • 3853
უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა.

„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ოთხი ქართველი მებრძოლი შეეწირა. მათ შორის დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, რომლებიც ირპენში დაიღუპნენ. ხოლო ბახვა ჩიქობავა მარიუპოლის ბრძოლებში დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი