საზოგადოება

სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა მოსახლეობას იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

8 აგვისტო, 2011 • • 1062
სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა მოსახლეობას იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

დღეს, ინტერნეტ გვერდზე www.kavkaz-uzel.ru გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთის ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ადგილობრივ მოსახლეობას იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.

საიტის ინფორმაციით, სატელევიზიო გამოსვლაში ითქვა, რომ იარაღის ჩაბარება უნდა მოხდეს უსაფრთოების მიზნით. მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს ის იარაღი, რომელიც მათ ჯერ კიდევ 90–ანების ომის პერიოდიდან აქვთ შემორჩენილი.

გარდა ამისა სატელევიზიო გამოსვლაში ითქვა, რომ ე.წ. მთავრობას არ აქვს სურვილი განმეორდეს შემთხვევა ფატიმა მარგიევას („სახალხო პარტიის“ აქტივისტი) მსგავსი, რომელიც ეჭვმიტანილია იარაღის უკანონოდ შენახვისთვის. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები მოსახლეობას სთავაზობენ ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი.

როლან ქელეხსაევი, „სახალხო პარტიის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ეს ღონისძიებების ტარდება იმიტომ, რომ მთავრობას ეშინია ხალხის რისხვის ანტისამთავრობო აქციების დროს.

„ეს დაკავშირებულია პირველ რიგში იმასთან, რომ კოკოითის რეჟიმს ეშინია, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც იარაღი აქვთ, იარაღს ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენებენ. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ასეთი რამის, როდესაც ძალით ცდილობენ ამოიღონ იარაღი,მით უფრო იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავდნენ. თუ ეს იქნება ნებაყოფლობითი ჩაბარება, მე თანახმა ვიქნები, მაგრამ არა ისე, რომ ხალხს სახლები გაუჩხრიკონ და ისე ამოიღონ იარაღი.“

უფლებადამცველი ვისარიონ ასეევი ამ ფაქტს ე.წ. საზღვართან კონტროლის გამკაცრებასაც უკავშირებს.

„რუსეთისკენ გამავალ გვირაბთან, ამ მხარეს შეიარაღებული ადამიანები დგანან. ასე არასოდეს ყოფილა. ამოწმებენ ყველა შემომავალის და გამსვლელის პასპორტებს.“

ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს ნიუ იორკ ტაიმსი.(http://www.nytimes.com/2009/08/15/world/europe/15ossetia.html?_r=1) სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ ჩაბარებულ „კალაშნიკოვზე“ მოსახლეობას 300 დან 400 დოლარამდე გადახდას პირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი