საზოგადოება

ზელენსკიმ მაროკოდან ელჩი გაიწვია და თქვა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”

31 მარტი, 2022 • 2694
ზელენსკიმ მაროკოდან ელჩი გაიწვია და თქვა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ პირველად მოაწერა ხელი დეკრეტს მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მან იქვე განაცხადა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”.

„არიან ისეთები, ვინც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად, რათა უკრაინამ თავისი მომავლის უზრუნველყოფა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ტყუილად კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის. დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის — მაროკოდან უკრაინის ელჩის — გაწვევის შესახებ. საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი.

მთელი პატივისცემით: არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არანაირი შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის — გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ელოდება კონკრეტულ შედეგებს ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში უკრაინის წარმომადგენლების მუშაობიდან.

მისი თქმით, იგივე შედეგებს ელოდება სამხედრო ატაშეებისგან.

„დიპლომატიური ფრონტის ხაზი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია და იქ ყველამ უნდა იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად, რათა გაიმარჯვოს და დაეხმაროს ჯარს. დიპლომატიურ ფრონტზე თითოეულმა უნდა იმუშაოს ისევე, როგორც ჩვენმა მცველებმა ბრძოლის ველზე“, — დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის [კონსულტაციებისთვის] გაწვევის შესახე, 1 მარტს განაცხადა და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“. თუმცა დოლგოვი თბილისში დარჩა, სელჩოში განმარტეს, რომ ‘თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში”.

განახლება 12:00 – საქართველოში უკრაინის საელჩოში ჯერჯერობით განმარტებას ვერ აკეთებენ, ზელენსკიმ გუშინდელი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან მოხსნა ელჩი დოლგოვი თუ იგი კონსულტაციებისთვისაა გაწვეული. დოლგოვი ამჟამად თბილისში იმყოფება.

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი