საზოგადოება

ნატოს სამიტის შემდეგ ბაიდენი პოლონეთში ჩავა

21 მარტი, 2022 • 1098
ნატოს სამიტის შემდეგ ბაიდენი პოლონეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ჩავა, სადაც ნატოს მოკავშირეებთან, G7-ის და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად.

24 მარტს ნატოს რიგგარეშე სამიტი გაიმართება, რომელშიც ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას. ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ, 25 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი გაემგზავრება ვარშავაში, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდა. თუმცა თეთრი სახლის სპიკერ ჯენ ფსაკის განცხადებით, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენი ამ კვირაში უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი