საზოგადოება

უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 19 მარტის მონაცემები

19 მარტი, 2022 • 11434
უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 19 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

უკრაინის შეიარაღებული შტაბის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 14 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • ტანკები – 466 ერთეული,
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული,
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) – 72 ერთეული,
  • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
  • თვითმფრინავი – 95 ერთეული,
  • ვერტმფრენები – 115 ერთეული,
  • სატრანსპორტო საშუალებები – 914 ერთეული,
  • გემები / ნავები  – 3 ერთეული,
  • საწვავის ავზები – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17,
  • სპეციალური აღჭურვილობა – 11.

უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია:

  • 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 1438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
  • 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
  • 1237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთის მხარემ გუშინ, 18 მარტს, ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ განადგურებულია უკრაინის 182  თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები იმხელა იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მათ დასაძლევად”, – თქვა ზელენსკიმ.

გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ პუტინი ნიურნბერგის მსგავსი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი