საზოგადოება

საქართველოში დაახლოებით 14 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება – საელჩო

18 მარტი, 2022 • 2395
საქართველოში დაახლოებით 14 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება – საელჩო

საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩევლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის  საქართველოში დაახლოებით 14 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე და მას შემდეგ შემოვიდნენ. ამის შესახებ მან დღეს, 18 მარტს თბილისში უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“რადგან ომი მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი რიცხვი მათ [ლტოლვილების] რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან სულ იზრდება ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ 14 000 უკრაინელი ჩამოვიდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს აქ ყოფნის ოფიციალური შესაძლებლობა მიეცეთ. უღრმესი მადლობა ქართულ ოჯახებს, რომლებიც საქართველოში გვიღებენ… ასეთი თბილი მიღებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგობარი გაჭირვებაშია, ნამდვილი მეგობარი”, – თქვა კასიანოვმა.

ამასთან, ელჩის მრჩეველის თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან 580 ტონა ჰუმანიტარული დახამრება გაიგზავნა.

ამავე თემაზე

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მლნ-ს აჭარბებს, რას აპირებს თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი