საზოგადოება

დაიბომბა საცხოვრებელი სახლები კიევში

15 მარტი, 2022 • 1826
დაიბომბა საცხოვრებელი სახლები კიევში

რუსულმა არტილერიამ 15 მარტსაც გააგრძელა უკრაინაში დასახლებული პუნქტების დაბომბვა. მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.

დაბომბვის შედეგად კიევში ასევე დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგური. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, არტილერიით შეუტიეს და გაანადგურეს ტყეში დამალული რუსეთის სამხედრო ტექნიკა.

ბოლო ცნობებით, რუსეთის არმია, რომელიც კიევისკენ მიემართება, ბოლო ღამის განმავლობაში წინ არ წასულა.

დღეს, 15 მარტს, დაგეგმილია მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი რუსეთ-უკრაინას შორის, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი