საზოგადოება

ხერსონის აეროპორტთან რუსული ვერტმფრენები გაანადგურეს – CNN

16 მარტი, 2022 •
ხერსონის აეროპორტთან რუსული ვერტმფრენები გაანადგურეს – CNN

CNN-ის ცნობით, 15 მარტს უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის აეროპორტთან საჰაერო შეტევის შედეგად რამდენიმე ვერტმფრენი გაანადგურეს.

Planet Labs-ისა და PBC-ს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რამდენიმე ვერტმფრენს ცეცხლი უკიდია. შორიდან გადაღებულ ფოტოებში ასევე ჩანს კვამლი აეროპორტის მიდამოებში.

მედიაში ასევე ვრცელდებოდა ცნობები ქალაქ ხერსონთან რუსულ საჰაერო ბაზაზე უკრაინის ძალების თავდასხმის შესახებ. დასახელებული იყო 4 ვერტმფრენის განადგურება და სამის დაზიანება.

წყარო: CNN/ტელეგრამი

ეს ინფორმაცია გენშტაბმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ხერსონთან, ჩორნობაივკის მიდამოებში, „მტერმა 7 ვერტმფრენი დაკარგა“.

ხერსონის აეროპორტი ჩერნობაივკიდან 4 კმ-ში მდებარეობს.

CNN-ის თანახმად, ეს იყო უკრაინული მხარის მიერ ვერტმფრენებზე მიტანილი ყველაზე დამანგრეველი საჰაერო შეტევა ომის მიმდინარეობის განმავლობაში.

გამოცემის თანახმად, განადგურდა სამხედრო ტექტნიკა აეროპორტის სიახლოვეს.

CNN ამბობს, რომ ფოტოს ავთენტურობა თავად გადაამოწმეს და დაადასტურეს.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი