საზოგადოება

ჟურნალისტი პლაკატით „შეაჩერეთ ომი“ დააკავეს

14 მარტი, 2022 • 4405
ჟურნალისტი პლაკატით „შეაჩერეთ ომი“ დააკავეს

ახალი ამბების რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც „პერვი კანალის“ პირდაპირ ეთერში პლაკატით „შეაჩერეთ ომი“ გამოჩნდა, დააკავეს. ინფორმაციას Novaya Gazeta ავრცელებს.

მანამდე რუსული სამთავრობო მედია Tass იუწყებოდა, რომ შესაძლოა, ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმეც აღძრან.

მარინა ოვსიანიკოვა პროპაგანდისტული „პერვი კანალის“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის, „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. მას ხელში პლაკატი ეწერა, წარწერით – „შეაჩერეთი ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ,“. ის ამავე საინფორმაციო გამოშვების რედაქტორია.

მთავარი ფოტო: „პერვი კანალი“

მასალების გადაბეჭდვის წესი