უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა დაარღვიეს შეთანხმება და დასახლებული პუნქტების დაბომბვა განაახლეს.
მისი თქმით, ვოლნოვახა, სადაც დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნილიყო და დროებით ცეცხლი შეწყვეტილიყო, რუსების მიერ მაინც დაიბობმა.
ამიტომ, მისი თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაცია ჯერჯერობით შეუძლებელია.
რუსეთს დაბომბვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყენებდა მარიუპოლისა და ვოლნოვახას მწვანე დერეფნებს “უკრაინელი ნაციონალისტების” გამო.
დღეს, 5 მარტს, უკრაინის ორ ქალაქში, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გახსნილიყო და „სიჩუმის რეჟიმი“ გამოცხადდებულიყო, რაც დროებით ცეცხლის შეწყეტას გულისხმობდა, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქების დატოვება შეძლებოდათ.
მხარეები აცხადებდნენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები ერთმანეთთან შეთანხმებული იყო.