საზოგადოება

მოკლულია დენის კირეევი: მოლაპარაკებების მონაწილე, რომელიც ღალატში იყო ეჭვმიტანილი — მედია

5 მარტი, 2022 •
მოკლულია დენის კირეევი: მოლაპარაკებების მონაწილე, რომელიც ღალატში იყო ეჭვმიტანილი — მედია

განახლება – 6 მარტი, 03:44 საათი:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ინფორმაციას ავრცელებს 5 მარტს დაღუპულ დენის კირეევზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მონაწილეზე.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი და დაკავების პროცესში მოკლეს უკრაინის უშიშროების წარმომადგენლებმა.

თუმცა სადაზვერვო სამმართველო წერს, რომ კირეევი „სპეციალური მისიის შესრულებისას დაიღუპა“.


Ukrayinska Pravda-ს ცნობით, მოკლულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მონაწილე დენის კირეევი , რომელიც სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი. 

 ინფორმაცია 5 მარტს Ukrayinska Pravda-მ გაავრცელა.

გამოცემა დენის კირეევის მკვლელობის შესახებ პოლიტიკური წრეების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება. ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურს კირეევის მხრიდან ღალატის შესახებ ნათელი მტკიცებულებები ჰქონდა. მათ შორის იყო სატელეფონო ზარები.

“ის უკვე მკვდარია” — ციტირებს გამოცემა წყაროს.

კირეევი უკრაინის დელეგაციის წევრი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდისას, 28 თებერვალს.

კირეევი საბანკო სექტორში საქმიანობდა. უკრაინული მედიის მიხედვით, ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “უკრექსიმბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი (2006-2012) და “ოშადბანკის” გამგეობის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე იყო.

რუსული მედიის ცნობით,  კირეევი დაკავებისას მოკლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი