საზოგადოება

რუსეთში დაბლოკეს BBC, რადიო თავისუფლება და Meduza

4 მარტი, 2022 • 1153
რუსეთში დაბლოკეს BBC, რადიო თავისუფლება და Meduza

რუსეთში დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty (Radio Svoboda) და Meduza. ამასთანავე, შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე.

მანამდე, რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციულმა სამსახურმა“ დაბლოკა ტელეარხი „დოჟდი“.  საბოლოოდ, ტელეარხმა 3 მარტს განაცხადა, რომ დროებით წყვეტენ მაუწყებლობას. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო „ეხო მასკვი“. 

რუსეთში დაბლოკილი მედიასაშუალებების ნაწილი ტელეგრამზე მაინც აგრძელებს ინფორმაციის გავრცელებას, თქვენ შეგიძლიათ მათი არხები გამოიწეროთ:

ტელეგრამზე გირჩევთ გამოიწეროთ ნეტგაზეთის არხიც:

მასალების გადაბეჭდვის წესი