საზოგადოება

უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების თარიღსა და ადგილზე მსჯელობენ — ზელენსკის სპიკერი

26 თებერვალი, 2022 • 3077
უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების თარიღსა და ადგილზე მსჯელობენ — ზელენსკის სპიკერი

უკრაინა  და რუსეთი მოლაპარაკებების ადგილსა და თარიღზე მსჯელობენ. ინფორმაციას Reuters უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანვე თქვა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობასა და ცეცხლის შესაძლო შეწყვეტაზე სასაუბროდ.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი