საზოგადოება

რუსი ოკუპანტები ჩერნობილის რეაქტორის დაკავებას ცდილობენ – ზელენსკი

24 თებერვალი, 2022 • 2670
რუსი ოკუპანტები ჩერნობილის რეაქტორის დაკავებას ცდილობენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას.

„ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ჩერნობილის კატასტროფა იყო უდიდესი ბირთვული კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

კატასტროფის გამო ბელარუსსა და უკრაინაში ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია აკრძალულ ზონადაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი