უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას.

„ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ჩერნობილის კატასტროფა იყო უდიდესი ბირთვული კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

კატასტროფის გამო ბელარუსსა და უკრაინაში ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია აკრძალულ ზონადაა გამოცხადებული.