საზოგადოება

რაგბი: რუსეთთან მატჩი გადაიდო

24 თებერვალი, 2022 • 935
რაგბი: რუსეთთან მატჩი გადაიდო

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი რაგბის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ ,– წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

„საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ“, – აცხდებს რაგბის კავშირი.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება.

რაგბი ევროპის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი