საზოგადოება

“საინტერესო ინიციატივაა” – სამხარაძე უკრაინა-ბრიტანეთი-პოლონეთის ალიანსზე

3 თებერვალი, 2022 • 1148
“საინტერესო ინიციატივაა” – სამხარაძე უკრაინა-ბრიტანეთი-პოლონეთის ალიანსზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის შექმნა საინტერესო ინიციატივაა.

სამხარაძის თქმით, დაინტერესდება თუ არა საქართველო აღნიშნული ალიანსის წევრობით, ამაზე ალიანსის შესახებ  დეტალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ჯერჯერობით ალიანსთან დაკავშირებით საქართველოდან კომუნიკაცია არ ყოფილა. სამხარაძის თქმით, პირველად ალიანსის შესახებ მომავალ კვირას ლონდონში ისაუბრებენ, სადაც  საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი.

“ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით დეტალები, კონკრეტულად რას მოიცავს ეს ალიანსი – სამხედრო თავდაცვითი ალიანსი იქნება, ეკონომიკური ალიანსი იქნება… თავისთავად, რა თქმა უნდა, იდეა საინტერესოა. თუმცა მომავალ კვირას საპარლამენტო დელეგაცია ლონდონში მივემგზავრებით და იქ გვექნება შეხვედრები და უფრო მეტი გვეცოდინება.

სანამ დეტალები არ გვეცოდინება, მანამდე ვერ ვიტყვით… თუმცა ინიციატივა თავისთავად საინტერესოა”, – განუცხადა ნეტგაზეთს სამხარაძემ.

გაიგეთ მეტი ალიანსზე:

უკრაინა ადასტურებს, რომ პოლონეთსა და UK-თან ერთად ახალ ალიანსს ქმნის

მასალების გადაბეჭდვის წესი