საზოგადოება

კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 3 თებერვალი

3 თებერვალი, 2022 • 1358
კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 3 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამავე პერიოდში 8 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 77 584 ტესტირება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.27%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391-მდე.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 11 543
  • აჭარა – 2 334
  • იმერეთი – 3 413
  • ქვემო ქართლი –  1 296
  • შიდა ქართლი – 1 115
  • გურია – 537
  • სამეგრელო – ზემო სვა ნეთი – 1 554
  • კახეთი – 851
  • მცხეთა – მთიანეთი – 472
  • სამცხე – ჯავახეთი – 462
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87

საქართველოში სულ დადასტურდაკორონავირუსის 1 250 108 შემთხვევა, რომელთაგან 1 038 391 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 102 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი