საზოგადოება

პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

1 თებერვალი, 2022 • 1751
პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

74 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარადმაჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

რეზოლუციის ავტორი მხოლოდ “ქართული ოცნებაა”.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ითხოვდა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ნახსენები ყოფილიყო, “ქართულ ოცნებამ” ეს არ გაითვალისწინა.

რეზოლუციის თანაავტორმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ “რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება”.

“რეზოლუციის მიზანი არის სტრატეგიული და ეს მიზანია რეგიონში დაძაბულობის შემცირება”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” ასევე არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ რეზოლუციის კენჭისყრა გადადებულიყო და განხილვა გაეგრძელებინათ, რათა ერთობლივ ტექსტზე შეთანხმებულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი