საზოგადოება

გამოვლინდა კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 36 პაციენტი – 1 თებერვალი

1 თებერვალი, 2022 • 1268
გამოვლინდა კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 36 პაციენტი – 1 თებერვალი

1 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 85 191 ტესტით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 28.41% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 24.96%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 15 016 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 11 800;
  • აჭარა – 2 204;
  • იმერეთი – 3 134;
  • ქვემო ქართლი – 1 199;
  • შიდა ქართლი – 1 461;
  • გურია – 473;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 628;
  • კახეთი – 1 059;
  • მცხეთა-მთიანეთი – 683;
  • სამცხე-ჯავახეთი – 471;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 164 572, საიდანაც 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში – 2 278;
  • აჭარაში – 776;
  • იმერეთში – 1 122.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 048 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 142, იმერეთში – 322.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 44, იმერეთში – 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 179 – თბილისში, 594 – აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი