საზოგადოება

გლდანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

29 იანვარი, 2022 • 2005
გლდანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

გლდანში, საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ცხედრები მაშველებმა 29 იანვარს ნახეს. დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვნები.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შესწორება: ნიუსში თავდაპირველად ეწერა, რომ შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. რეალურად, 29 იანვარს გარდაცვლილთა ცხედრები ნახეს, თუმცა, როდის მოხდა შემთხვევა, ამ ეტაპზე, დაუზუსტებელია.

გლდანის ბინაში, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მაშველებს ღუმელი ღია, ანთებული დახვდათ — “თბილისი ენერჯი”

მასალების გადაბეჭდვის წესი