საზოგადოება

გახარია VS ღარიბაშვილი – კვლევით, პრემიერის საქმიანობის შეფასება გაუარესდა

27 იანვარი, 2022 • 4092
გახარია VS ღარიბაშვილი – კვლევით, პრემიერის საქმიანობის შეფასება გაუარესდა

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, ბოლო ერთ წელში პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება გაუარესდა.

კვლევის მიხედვით, თუ 2020 წლის დეკემბერში პრემიერ გიორგი გახარიას საქმიანობით 46% იყო კმაყოფილი, 2021 წლის დეკემბერში უკვე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით ეს რიცხვი 27%-ია.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა ლიდერისა თუ ინსტიტუტის საქმიანობით კმაყოფილი არ არის.

მთავრობის საქმიანობის შეფასება

39% კმაყოფილია, 52% უკმაყოფილოა, 27% საშუალოდ აფასებს, 7% ჩამოყალიბებული არ არის.

პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება

14% კმაყოფილია, 46% უკმაყოფილოა, 29% საშუალოდ აფასებს, 14% ჩამოყალიბებული არ არის.

ცესკოს საქმიანობის შეფასება

22% კმაყოფილია, 35% უკმაყოფილოა, 28% საშუალოდ აფასებს, 10% ჩამოყალიბებული არ არის.

პარლამენტის საქმიანობის შეფასება

12% კმაყოფილია, 46% უკმაყოფილოა, 33% საშუალოდ აფასებს, 7% ჩამოყალიბებული არ არის.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი