საზოგადოება

რეკორდული მაჩვენებელი: გამოვლინდა კორონავირუსის 8728 შემთხვევა

19 იანვარი, 2022 • 1138
რეკორდული მაჩვენებელი: გამოვლინდა კორონავირუსის 8728 შემთხვევა

უკვე მეორე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ვლინდება.

19 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 8 728 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვმა 1 207-ით მოიმატა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა;
  • აჭარა – 1 184;
  • იმერეთი – 859;
  • ქვემო ქართლი – 302;
  • შიდა ქართლი – 429;
  • გურია – 186;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289;
  • კახეთი -339;
  • მცხეთა-მთიანეთი – 176;
  • სამცხე-ჯავახეთი – 138;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

დადასტურებული ვირუსის შემთხვევების რიცხვმა ჯერ კიდევ 18 იანვარს გადააჭარბა მილიონს და დღევანდელი მდგომარეობით 1 015 592-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 43 ადამიანი, ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილია 14 555 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 13.72%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი