საზოგადოება

იზოლაციის ვადები შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს

17 იანვარი, 2022 • 1694
იზოლაციის ვადები შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კარანტინისა და იზოლაციის ვადების კიდევ უფრო შემცირებას არ გამორიცხავს.

დღეიდან, 17 იანვრიდან, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის ვადები შემცირდა. მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადად 8 დღე განისაზღვრა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს, სულ მცირე, 24 საათი. საშუალო და მძიმე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა მინიმუმ 10 დღეა.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ვაქცინირებულ კონტაქტებს იზოლაცია არ მოეთხოვებათ. არავაქცინირებული პირების შემთხვევაში, რჩება რეკომენდაცია, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში, შემდეგ კი, 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე.

„ომიკრონიდან გამომდინარე იზოლაციის და კარანტინის ვადები 12-დან 8 დღემდე შევამცირეთ. თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება ამის კიდევ გადახედვაზე ვიმსჯელოთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალდებულოა 5 დღე“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი