საზოგადოება

„რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წამლები“ – მინისტრი

10 იანვარი, 2022 • 1928
„რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წამლები“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს შეკვეთილი აქვს „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ჩამოვა:

„გაზრდილი ინფიცირებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ გვაქვს გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემები სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 14 187 პირი ემსხვერპლა.

გასულ 24 საათში კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურბეული 3842 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%. დადებითობის მაჩვენებელი, 8 იანვრის მდგომარეობით, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში  ლაბორატორიულად სულ დადასტურდა „ომიკრონის“ 816 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი