საზოგადოება

კოვიდით 41 გარდაცვლილი და 3567 ახალი შემთხვევა- 6 იანვარი

6 იანვარი, 2022 • 1021
კოვიდით 41 გარდაცვლილი და 3567 ახალი შემთხვევა- 6 იანვარი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიას კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 082 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კი ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 3 567 შეადგინა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი   8.65%-ია.  დადებითობა ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18%,  ხოლო 7 დღის მანძილზე  7.43%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევის გეიგრაფია ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი,  მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.

მასალების გადაბეჭდვის წესი