საზოგადოება

ბოტულიზმის მსხვერპლნი

15 თებერვალი, 2010 • • 1624
ბოტულიზმის  მსხვერპლნი
ოჯახში დაკონსერვებული პომიდორი 8 ადამიანის ბოტულიზმით დაავადების მიზეზი გახდა.
გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში საგარეჯოდან 8 ბოტულიზმით დაავადებული ჩამოიყვანეს.  ყველა ერთი ოჯახის წევრია. ინფექციური საავამდყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმი ანა ლაღიძე ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ 4 პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული. მათგან ერთი, 10 წლის გოგონა აპარატზეა შეერთებული და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 
ლაღიძის თქმით პაციენტებს  აღენიშნებათ ბოტულიზმის ყველა გართულება ”სასუნთქი სისტემის მხრივ, გულისისძარღვთა სისტემის მხრივ, ნერვული სისტემის მხრივ.”
 ჯერ-ჯერობით ექიმები თავს იკავებენ პროგნოზისგან. მდგომარეობის შემსუბუქება, მათი თქმით, დროს მოითხოვს და წინასწარ მოსალოდნელ შედეგებზე ვერ ისაუბრებენ.
 დანარჩენი 4 პირის მდგომარეობა სტაბილურია, ამბობს თემურ ქველიძე, ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე. მან ”ნეთგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ  ოთხივე მათგანს ბოტულიზმის კლასიკური შემთხვევა აქვთ. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი