საზოგადოება

H1N1 -ის საწინააღმდეგი 400 ათასი ვაქცინა საქართველოში გამოიგზავნება

8 აგვისტო, 2011 • • 2557
H1N1 -ის საწინააღმდეგი 400 ათასი ვაქცინა საქართველოში გამოიგზავნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოლოდინი ინფექციური ვირუსისის A H1N1 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არ სრულდება.

როგორც ხათუნა ზახაშვილი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, მიმართვიანობა არის დაბალი.

თუმცა გრიპისმაგვარი შემთხვევებით საავადმყოფოებში მიმართვა 200 ადამიანია 100 ათას მოსახლეზე.

რაც შეეხება H1N1 ტიპის ვირუსს, ამ დრომდე საქართველოში 1285 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 32 ლეტალურად დასრულდა.

მიზეზი, თუ რატომ ელოდება დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის ახალ ტალღას, ზახაშვილის განმარტებით, ორია:

” ყველა ქვეყანში სადაც პანდემია იყო, დაფიქსირდა ორი ტალღა და ჩვენ გამონაკლისი ალბათ არ ვიქნებით და თებერვლის ბოლო და მარტი ტიპური სეზონია გრიპებისთვის.”

როგორც ზახაშვილი ამბობს, არ არის გამორიცხული გრიპი H1N1 ვირუსით ჩანაცვლდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ინფექციური ვირუსისგან დაცვის საშუალებას, ვაქცინის სახით, ელოდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ქვეყანა დონაციას ელოდება, 400 ათასი ვაქცინის სახით.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ვაქცინა, რომელიც ნებაყოფლობითი იქნება, გრიპთან მიმართებაში რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს მისცემს საშუალებას, აიცრან.

რისკის ჯგუფები კი არიან სამედიცინო პერსონალი,რომელიც ავადმყოფებს ემსახურება, ორსულები და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მატარებლები.

რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, ზახაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები არ არის მითითებული. მიუხედავად ამისა ვაქცინა არ კეთდება მაშინ, როცა ნებისმიერი სახის დაავადება ვითარდება მწვავედ ან იმ შემთვევაში თუ ვაქცინის გაკეთების მსურველს აქვს ვაქცინის წინა დოზაზე თუ აქვს რეაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი