დღეისთვის 600-მდე საჯარო სკოლას აქვს ინტერნეტი. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ამ სკოლებში მოსწავლეთა მხოლოდ 50%-სთვის არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი.
საჯარო სკოლების ინტერნეტით უზუნველყოფა ორ ეტაპად იქნება დაყოფილი. აქედან პირველი ნაწილი სკოლების 2010 წლის ბოლომდე შეძლებენ ინტერნეტით სარგებლობას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2011 წლის გაზაფხულამდე მოიცდის. აღნიშნულ სკოლებში, მოსწავლეთა 75% შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტით, რომელიც მათ სკოლებში იქნება გაყვანილი – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.