საზოგადოება

საგანგაშო სტატისტიკა ჰაიტიში

10 თებერვალი, 2010 •
საგანგაშო სტატისტიკა ჰაიტიში

მიუხედავად ჰუმანიტარული დახმარებებისა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისგან იღებს ჰაიტი, ქვეყანაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა.

იზრდება დაღუპულთა რაოდენობის სტატისტიკა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა 230 ათასს ადამიანს გადააჭარბა.

“დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სტიქიის პირველსავე დღეს იქნა დასაფლავებული. მათ შორის ნათესავების მიერ კერძო სასაფლაოებზე” -აცხადებს ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრი მარი ლორანს ჟოსლი ლასერგი,რაც ართულებს სრული სურათის წარმოდგენას. მისი თქმით სხვადასხვა სახის დაზიანებები 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილთა რიცხვა მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ”დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ჰაიტის ყველა საგარო ვალი ჩამოაწერონ, რათა ქვეყანა ვალების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი