საზოგადოება

”თელასი” 7 მილიონს დახარჯავს

10 თებერვალი, 2010 • • 1312
”თელასი” 7 მილიონს დახარჯავს

7 მილიონ ლარს დახარჯავს ს.ს. ”თელასი”, რათა სრულად უზრუნველყოს დევნილთა კუთვნილებაში გადაცემულ ფართებზე ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება.

ამ განცხადებას იური პიმონოვი, ს.ს ”თელასის” გენერალური დირექტორი აკეთებს, ბელიაშვილის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრელებში, სადაც პირველად მოხდება გეგმის განხორციელება.

 ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძებს ს.ს. ”თელასი” დევნილთა კომპაქტურად დასახლების 250 ობიექტზე მოაწყობს. პროექტის პირველი ეტაპი 2010 წელს  6 200-ს მრიცხველის მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ნაწილი კი 2011 წლის მაისამდე დასრულდება.  

”მას შემდეგ. რაც თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს მთავრობამ დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემაზე მიიღო გადაწყვეტილება, `თელასს” მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ მომხმარებლებთან ინდივიდუალური აღრიცხვის განხორციელების მექანიზმები გაუჩნდა.” აცხადებს ”თელასის” გენერალური დირექტორი.

საპილოტო პროექტის პრეზენტაციას ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც ესწრებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი