საზოგადოება

თბილისში ენმ-ის მსვლელობა დაიწყო [LIVE]

15 ნოემბერი, 2021 • 1335
თბილისში ენმ-ის მსვლელობა დაიწყო [LIVE]

თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა დაიწყო.

პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გაცხადებით, მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარედ დაიწყო, ბარათაშვილის ხიდთან კი მოქალაქეები ორად გაიყოფიან და გადაკეტავენ, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო მოძრაობას.

აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და გააფრთხილა აქციის მონაწილეები, არ გადაეკეტათ მოძრაობა. შსს-ს განცხადებით, ეს ქმედება აკრძალულია, პატიმრობით ისჯება და საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

ვრცლად:

შსს ოპოზიციას აფრთხილებს, სანაპიროები არ გადაკეტონ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი