საზოგადოება

ხარანაული: სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!

14 ნოემბერი, 2021 • 3571
ხარანაული: სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!

პოეტი ბესიკ ხარანაული საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება. პოეტმა საკუთარი პოზიცია ფეისბუკით გაავრცელა.

“ვინცა ხართ: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!”, – წერს პოეტი.

სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოს, პალატაში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წუხელ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

მოგვიანებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება. უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი